ჩვენს შესახებ
ინკლუზიური და არაფორმალური განათლების განვითარება, ასევე ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით მოწყვლადი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა. აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რათა ხელი შეუწყოს თითოეულ ადამიანს განვითარების შესაძლებლობების შექმნაში, მათ შორის, ეკომეგობრული ინიციატივების მეშვეობით.
დღესდღეობით, საქართველოში ინკლუზიური განათლებისა და ჩართულობის შესაძლებლობები კვლავ შეზღუდულია, რაც ართულებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განათლების სფეროში არსებული გამოწვევები მოიცავს არა მხოლოდ რესურსების დეფიციტს, არამედ ცნობიერების ნაკლებობასაც. ის მიზნად ისახავს ამ გამოწვევების დაძლევას და ინკლუზიური არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს ტექნოლოგიურ უნარების გაძლიერებაში და ეკომეგობრული პროდუქტების შექმნის გამოცდილების შეძენაში.
სხვადასხვა პროექტის ფარგლებში განხორციელდება არაფორმალური განათლების სესიები, რომლებიც ორიენტირებული იქნება მწვანე ტექნოლოგიებსა და ეკომეგობრულ პროდუქტების წარმოებაზე. ტრენინგები იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული და მოიცავს მრავალფეროვან თემებს, მათ შორის: მწვანე მეწარმეობა, ეკომეგობრული ტექნოლოგიების გამოყენება, და სამაგიდო თამაშების შექმნის პროცესი. ტრენინგების მეშვეობით ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები შეისწავლიან ეკომეგობრულ წარმოებას, რაც მათ დაეხმარება მწვანე ბიზნესების განვითარებაში.
სხვადასხვა პროექტის ფარგლებში პარტნიორებად ჩართულია არაერთი ორგანიზაცია, რომლებიც მრავალმხრივ მხარს უჭერენ ინიციატივის წარმატებას, პარტნიორ კომპანიებად იფუნქციონირონ..
- „ბიზნესის განვითარების ცენტრი“ — ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ბენეფიციარებს გრანტებისა და ბაზრის წარმატების მიღწევაში არაფორმალური განათლების მეშვეობით.
- „ტექნოსმარტი“ — ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ბიზნესის ტენდენციების განვითარებას კავკასიაში.
სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება შეხვედრების სერია ადგილობრივ თემებთან, რომელთა მიზანია ინკლუზიური განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესება. შეხვედრები მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ განხილვებს, რომლებიც დაეხმარება პროექტის მონაწილეებს უკეთ გაიაზრონ მწვანე ტექნოლოგიების შესაძლებლობები და მათი რეალური გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პროექტის წარმატებისათვის, პარტნიორი კომპანიები უზრუნველყოფენ საჭირო რესურსებს, გამოცდილების გაზიარებას, და დასაქმების შესაძლებლობებს ბენეფიციარებისთვის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინკლუზიური და ეკომეგობრული განათლების განვითარებაში.
კონტაქტი