wishlist0

გიდების online სკოლა

ინდივიდუალური კურსები

#10008


100b 50b

სალექციო კურსი მოიცავს თეორიულ ნაწილს და მოთხოვნის შემთხვევაში პრაქტიკულ
სამუშაოებს. კურსის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ახლად
დარეგისტრირებულები ჩაერთვებიან უკვე არსებულ ჯგუფებში და მოისმენენ სრულ
კურსს.

ვის შეუძლია დაეუფლოს გიდის პროფესიას?
ყველას, 16-დან 70 წლამდე, ვისაც აქვს გიდად მუშაობის პოტენციალი და სურვილი
გახდეს წარმატებული გიდი. კურსის დაწყებისას უცხო ენის ცოდნა სავალდებულო არ
არის, მაგრამ თუ სურს კურსის დასრულების შემდეგ გახდეს სერთიფიცირებული გიდი
და უახლოეს მომავალში დასაქმდეს სასურველია სრულყოფილად იცოდეს B2 დონეზე 1
უცხო ენა.

ლექციები იკითხება ონლაინ Google Meet პლატფორმის გამოყენებით, რაც
შესაძლებლობას მოგცემთ ჩაგვერთოთ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და
უცხოეთიდან.
ლექციები იკითხება საღამოს საათებში, 9 ან 10 საათზე დღეგამოშვებით კვირის გარდა.
ყოველი ლექციის შემდეგ მოსწავლეები მეილზე მიიღებენ ახსნილ მასალას.
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატი, გაეწევათ
რეკომენდაცია წამყვან ტურისტულ კომპანიებში სადაც გაივლიან პრაქტიკებს რეალურ
ტურში და დასაქმდებიან.

გიდის 1 თვიანი ონლაინ კურსი ტარდება კვირაში 3-ჯერ: სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი საღამოს 9 საათზე. ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი.

გიდის 2 თვიანი ონლაინ ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.  საღამოს 10 საათზე, ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი.

სილაბუსი

ჩვენი კურსის მსმენელები შეისწავლიან:

  • საქართველოს ყველა ტურისტულად აქტიური რეგიონის ისტორიას(თბილისის,
    მცხეთის, კახეთის და ა.შ.)
  •  მითოლოგიას
  • ტურ-გიდის წარმატების 12 პრინციპს
  •  ქართულ ხელოვნებას
  • არქიტექტურაs
  •  მოსმენილი მასალის დამახსოვრების ტექნიკას
  • გიდის ქცევის ნორმებს
  • ტურისტის ფსიქოლოგიას
  • აეროპორტში დახვედრის ეტიკეტს
  •  გაუთვალისწინებელ სიტუაციაში მოქმედების უნარებს
  • გამოცდილი გიდების რჩევებს

 

გიდების online სკოლა



to-top