გაყიდვების კურსი და ციფრული მარკეტინგი
ინდივიდუალური კურსები#10009
ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური სფეროების ინტეგრირებული ტრენინგ-კურსი „მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჰაბისგან“.
არქეს ტრენინგებისა და კურსების კონცეფცია აგებულია სიღრმისეულ და კომპლექსურ მიდგომებზე, რათა დროულად აღმოვფრქვათ ჯადოსნური ფრაზა „ყველაფერი ვცადე და რაღაც მაინც არ მუშაობს“.
როგორც წესი, როცა “რაღაც” არ მუშაობს ამ დროს გვჭირდება:
• საკუთარი თავისა და საქმიანობის ანალიზი
• თანამედროვე ტენდეციების გაცნობა
• პერსონალური ბრენდზე მუშაობა
• საკუთარი ბიზნესის ბრენდის იდენტიფიცირება
• გაყიდვების ტექნიკების ცოდნა
• ბაზრის სეგმენტაცია
• მომხმარებელთა ფსიქოტიპები და მათთან სწორი კომუნიკაცია
• ამ ყველაფრის გადატანა ციფრულ პლატფორმებზე და კომუნიკაცია საკუთარ მომხმარებლებთან.
სწორედ ამიტომ, ტრენინგებზე 3 წლიანი დაკვირვების და საჭიროებათა ანალიზის შემდეგ, დავიწყეთ ახლებური ხედვა და ახალი უნარების დანერგვა.
ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• გააცნობიერონ სად არის მთავარი გამოწვევა საკუთარ მიდგომებში;
• დაიწყონ პერსონალურ ბრენდზე მუშაობა
• მოახდინონ ფოკუსირება სამიზნე
• აუდიტორიაზე და პოზიციონირდნენ ძლიერი მხარეებით
• გაიუმჯობესონ კომუნიკაცია
• გაიცნონ საკუთარი მომხმარებლის ფსიქო-ტიპები
• გაზარდონ გაყიდვები
• მართონ სტრესული სიტუაცია
• იპოვონ საკუთარი საქმე
• აიმაღლონ მოტივაცია
• გააცნობიერონ და აიმაღლონ ემოციური ინტელექტი.
და, რაც ყველაზე მთავარია, მენტორის დახმარებით შექმნიან გაყიდვების პერსონალურ რუკას გზამკვლევად. ასევე, შეძლებენ მოაწესრიგონ და მართონ საკუთარი სოციალური ქსელები დამოუკიდებლად.
სილაბუსი
ეს საავტორო ტრენინგ-მოდულიც შედგენილია მომხმარებელთან საჭიროებებზე მორგებით დაყრდნობით, რომელიც მოიცავს 5 ძირითად მოდულს:
I მოდული: პერსონალური ბრენდინგი და პროფესიული იმიჯის ფორმირება.
• ვინ ვარ მე?
• რა არის ჩემი მისია?
• რას ვპირდები ჩემს აუდიტორიას?როგორი ვარ და როგორი მინდა ვიყო?
• სარგებელი, ანუ რისთვის გვჭირდება
• თვითბრენდინგი?
• სასურველი იმიჯი, რომელიც
• ჩემს პიროვნებას და საქმიანობას შეესაბამება.
II მოდული: საკუთარი საქმიანობისა და ბიზნესის მოდელის შექმნა:
• ბრენდის იდენტობის დადგენა (არტ-თერაპიით)
• პროდუქტისა და მომსახურების ცოდნა-მახასიათებლის დადგენა
• სარგებლის რუკის შედგენა.
• განსაზღვრა იმისა, თუ რა შეიძლება ბაზარს მივაწოდოთ ისეთი, რაც ყურადღებას მიიქცევს,რომელიც თავისთვად დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნასა და საჭიროებას.
III მოდული: თანამედროვე გაყიდვების სტრატეგია და ტექნიკები – საკუთარი საქმიანობის სტარტეგიის რუკა (ნაწილი პირველი)
• რის მიხედვით უნდა მოხდეს სტრატეგიის დაგეგმვა
• როგორ და რა მეთოდებით უნდა გავიდეს კომპანია სხვადასხვა არხებზე
• როგორია მისი საკომუნიკაციო სტილი
• რომელ პლატფორმებს იყენებს მომხმარებელთან კონტაქტის დასამყარებლად
მე-3 მოდულის მეორე ნაწილი:
ციფრული მარკეტინგი:
• სოციალური მედიის პლატფორმები და მათი თავისებურებები
• (Facebook, Instagram, Linkedin, Pinterest, Tik-Tok, Youtube,Twitter, Telegram)
• ფეისბუქის გვერდის შექმნა და გამართვა
• კონტენტის სახეები სხვადასხვა სოციალური არხებისთვის
• დამხმარე აპლიკაციები (Canva, Snapseed…)
• კონტენტის გეგმა/კალენდრის შედგენა/ავტომატური გამოქვეყნება
• როგორ ვწეროთ სოციალური ქსელებისთვის – TOV, კონტენტის გეგმა, აუდიტორიის შექმნა
• AIDA და სთორითელინგი სოციალურ მედიაში
• რეკლამა სოციალურ ქსელში
• Meta Business Suite-ის და Ads manager-ის შექმნა
• ბუსტი VS Ads manager – მიმოხილვა
• როგორ მივაბათ ბარათი – Billing/Setting
• Instagram-ის გვერდის შექმნა, კონტენტის დეტალები და თავისებურებები, Facebook-ის გვერდთან დაკავშირება
• Reels – უნიკალური ინსტრუმენტი
• Instagram-ის დამხმარე აპლიკაციები
IV მოდული: მომხმარებლისა და კონკურენტების ფსიქოტიპები და მათი პერსონალური რუკების შედგენა.
• მომხმარებლის ფსიქოტიპის დადგენა (სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის მიხედვით) და მისი მორგება სეგემენტურ აუდიტორიასთან
• სეგმენტის დახასიათება და გაგება იმისა თუ ვისზე ვყიდით ჩვენს პროდუქტს
• მომხმარებლის ფსიქოტიპის რუკის შედგენა (არტ-თერაპიის ტექნიკით)
• მომხმარებელთა ემპათიის რუკის შედგენა
• კონკურენტების swot ანალიზი და საკუთარი კომპანიის უნიკალურობის პოვნა
V მოდული: ოცნებიდან – მიზნამდე! (მიზნების რუკის ფორმირება)
• “ახალი სამყაროს” აღმოჩენა (არტ-თერაპიის ტექნიკით)
• საიდან დავიწყოთ ოცნებების რეალიზება (ქოუჩინგის ტექნიკით)
• როგორ ვაქციოთ ოცნებები მიზნებად (smart-ის მიხედვით)
• როგორ დავყოთ მიზნები ამოცანებად (growth-ის მიხედვით)
• როგორ ვაქციოთ ამოცანები ყოველდღიურ გეგმად (“პრიორიტეტების ბორბლის” მეთოდის მიხედვით)