გრაფიკული დიზაინი
მოკლევადიანი კურსები#10002
კურსის შესახებ
გრაფიკოს დიზაინერი ის ადამიანია, ვისაც საკუთარი იდეისა თუ ჩანაფიქრის ვიზუალურიზაცია შეუძლია.
დღეს ეს პროფესია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მოთხვოვნადია.
ᲠᲐᲡ ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲘ?
-
Adobe Photoshop, Adobe Illustrator – ის ძირითადი ხელსაწყოები;
-
გრაფიკული დიზაინის ძირითადი მიდგომები, ტრენდები და პრინციპები;
-
სხვადასხვა სირთულის პროექტისთვის ვიზუალების შექმნა;
-
Art Direction – ის საფუძვლები;
ᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲙᲣᲠᲡᲘ ᲒᲐᲜᲙᲣᲗᲕᲜᲘᲚᲘ?
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე მოყვარული დიზაინერებისთვის, რომლებსაც სურთ შეიძინონ და/ან გაიღრმავონ ცოდნა დიზაინის სფეროში.
ონლაინ კურსი შედგება 16 ლექციისგან, 8 ლექცია ეთმობა Adobe Photoshop – ს, 8 ლექცია კი – Adobe Illustrator- ს.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი (20:00-22:00 სთ) თითოეული ლექცია იწერება.
კურსის პროვაიდერი: მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჰაბი
სილაბუსი:
ADOBE PHOTOSHOP
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 1 – ᲒᲠᲐᲤᲘᲙᲣᲚᲘ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
- გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ტენდენციები
- ვიზუალური კომუნიკაცია და კორპორატიული სტილის შემუშავება
- ფერთა თეორია (RGB-ისა და CMYK-ის განსხვავებები)
-
ვექტორისა და რასტრის მნიშვნელობა, მარტივი გეომეტრიული ფიგურების შექმნა
- Ბრიფის გაცნობა ფინალური პროექტისთვის
- დავალება: მონიშვნის თულების გამოყენება ობიექტების შესაქმნელად
გრაფიკული დიზაინის ისტორია, განვითარების ეტაპები
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 2 – ᲞᲝᲠᲢᲤᲝᲚᲘᲝᲖᲔ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲐ, ᲠᲘᲡᲔᲠᲩᲘ, ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐ
- Პორტფოლიოს შესახებ, ტრენდები, სხვადასხვა პლატფორმის განხილვა
- ანალიზისა და სავარაუდო მიმართულებების შემუშავების პროცესი
- სტრატეგიის შემუშავების პროცესი
- პანელების მოწყობა და ნავიგაცია
- გრაფიკული ბადის გამოყენება
- გამოსახულების კადრირება სასურველ ზომაზე
- სიმეტრია, ოქროს შუალედი
- დავალება: ფოტოკოლაჟის შექმნა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 3 – ᲠᲔᲢᲣᲨᲘ, ᲤᲘᲚᲢᲠᲔᲑᲘ, ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲘᲡ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲐ
- ტრაექტორიის დაგეგმვა (Eye Flow)
- რეტუშის ინსტუმენტები
- კლონირება
- ფილტრები
- ობიექტის დამუშავება, კორექტირება, აღდგენა, ფერის შეცვლა
- დავალება: რეტურშირება, რესტავრაცია
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 4 – (LAYERS, MASK TOOL, FILTERS)
- Layer-ების სტქურტურა და მანიპულაცია
- ფილტრები FX
- Mask Tool – ის გამოყენება და რედაქტირება
- Blending Option
- დავალება: კლიპარტის შექმნა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 5 – ᲤᲔᲠᲔᲑᲘ
- ფერთა თეორია და მისი დანიშნულება
- ფერის პალიტრა
- ფერების ბორბალი, ფერების მოდელები
- ფერების ბიბლიოთეკის შექმნა
- ფერთა კორექცია
- დავალება: ფერთა პალიტრის გამოყენებით პოსტერის შექმნა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 6 – ᲡᲐᲮᲐᲢᲐᲕᲘ ᲗᲣᲚᲔᲑᲘ
- სახატავი თულების გამოყენება
- აიქონის შექმნა
- ბრაშის ბიბლიოთკა, პარამეტრები
- საკუთარი ბრაშისა და პატერნის შექმნა
- დავალება: ილუსტრაციის შექმნა ბრაშის გამოყენებით
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 7 – ᲢᲘᲞᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
- ტიპოგრაფია, ტექსტთან მუშაობის პრინციპები
- ფონტის ტიპები
- ანბანის არქიტექტურა
- შრიფტის ობიექტად ტრანფორმაცია და მოდიფიცირება
- მასკა
- დავალება: ტიპოგრაფიული პოსტერის შექმნა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 8 – ᲒᲘᲤᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ
- ანიმაცია გრაფიკულ დიზაინში და ტრენდები
- ანიმაციის აწყობა
- დავალება: გიფის შექმნა
ADOBE ILLUSTRATOR
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 9 – ADOBE ILLUSTRATOR – ᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
- Adobe Illustrator – ის ინტერფეისის გაცნობა
- დოკუმენტის შექმნა, შენახვა, ცვლილება
- სამუშაო სივრცის მოწყობა
- Artboard – თან მუშაობა
- დავალება: Flat სტილში ვექტორული პოსტერის შექმნა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 10 – PATHFINDER, ᲒᲠᲐᲤᲘᲙᲣᲚᲘ ᲑᲐᲓᲔ, ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲗᲐᲜ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲐ
- გრაფიკული ბადე
- ობიექტის შრეებთან მუშაობა
- ობიექტის მონიშვნა და მოდიფიცირება
- ფერების ხელსაწყო (Fill And Stroke)
- Pathfinder პალიტრის განხილვა
- დავალება: Pathfinder – ის გამოყენებით ვექტორული პოსტერის შექმნა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 11 – ᲡᲐᲮᲐᲢᲐᲕᲘ ᲮᲔᲚᲡᲐᲬᲧᲝᲔᲑᲘ
- სახატავი ხელსაწყოს გამოყენება, მხების მართვა
- Flat ვიზუალის აწყობა
- ფერების ბიბლიოთეკის შემოტანა
- გრადიენტის გამოყენება
- დავალება: ვექტორული ობიექტების შექმნა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 12 – ᲨᲠᲘᲤᲢᲔᲑᲘ
- შრიფტებთან მუშაობა
- შრიფტის ობიექტად გარდაქმნა და მოდიფიცირება
- ტექსტის პარამეტრები
- დავალება: ტიპოგრაფიული პოსტერის შექმნა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 13 – ᲕᲘᲖᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲜᲒᲘ
- რა არის Moodboard
- ლოგო, ფოტოგრაფიული სტილი,
- დამხმარე გრაფიკული ელემენტები ლეიაუთი და გრიდი,
- CopyWritng style (“tone of voice”) ბრენდინგზე მუშაობა ნამუშევრების მომზადება
- მოქაფის გამოყენება
- დავალება: ბრენდინგზე მუშაობა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 14 – ᲨᲔᲤᲣᲗᲕᲘᲡ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ
- შეფუთვის დიზაინის პროცესი
- მატერიალ დიზაინი, აიკონების შექმნა, Mesh tool, Blend tool, Perspective Grid tool
- რასტრული გამოსახულების დატრეისება
- დავალება: გრაფიკული ნამუშევრების აწყობა აიკონების გამოყენებით
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 15 – ᲡᲐᲑᲔᲭᲓᲘ ᲤᲐᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ
- კონტურების პარამეტრები
- ობიექტის მოდიფიცირება (Bland Tool)
- სივრცული ობიექტების შექმნა
- სტილური ეფექტების გამოყენება
- დავალება: ბანერების, სავიზიტო ბარათისა და ბროშურის შექმნა
ᲚᲔᲥᲪᲘᲐ 16 – ᲤᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ
- ფინალურ პორექტისა და პორტფოლიოების განხილვა
- პროექტის პრეზენტაცია, შეჯამება
გრაფიკული დიზაინი