კრეატიული რეკლამირება
ინდივიდუალური კურსები#10004
რეკლამას ერთი უცნაურობა ახასიათებს – როგორც წესი, ვცდილობთ თავი ავარიდოთ მას, დავბლოკოთ, “დავსკიპოთ”, მეორე მხრივ კი შეიძლება მოუთმენლად ველოდებოდეთ საყვარელი ბრენდის ახალ კამპანიას და სიამოვნებით ვუყურებდეთ მაგალითად Nike-ის რგოლებს, McDonald’s-ის და Burger King-ის ორთაბრძოლებს, Coca-Cola-ს საახალწლო ქარავანს. როდის ხდება რეკლამა გასართობი და არა შემაწუხებელი? როგორ ახერხებს ამას ზოგიერთი ბრენდი? რა დგას ეფექტური სარეკლამო კამპანიის უკან? კურსის ფარგლებში ვეცდებით ამ კითხვებზე პასუხების პოვნას.
ლექციებზე მიმოვიხილავთ სარეკლამო კომუნიკაციის საფუძვლებს, ძირითად პრინციპებს, ინსტრუმენტებს. გავეცნობით კრეატიული სააგენტოს მუშაობის მექანიკას, მოვალეობებსა და დამკვეთთან ჰარმონიულად ურთიერთობის წესებს. გავაანალიზებთ და განვიხილავთ გლობალურ თუ ქართულ ქეისებს.
სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეიხედონ სარეკლამო ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში და გამოიმუშაონ კამპანიის დაგეგმვის, კრეატივის შეფასების და კრეატიულ გუნდთან მუშაობის მენეჯერული უნარ-ჩვევები.
კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
- ბრიფის შედგენა
- სარეკლამო კამპანიის მიზნების დასმა და დაგეგმვა
- საკომუნიკაციო არხების შერჩევა კამპანიის მიზნებიდან და სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე
- კრეატიულ, მედია და ფროდაქშენ სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია
- ბრენდინგისთვის საჭირო რესურსის განსაზღვრა და პროცესის მართვა
- კამპანიების ეფექტურობის შეფასება
- ეფექტური კომუნიკაციის დამხმარე ტექნიკების გამოყენება
ვისთვის არის კურსი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას და აინტერესებს სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობა ან ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც ამ მიმართულებით სურს პროფესიის შეცვლა. კურსი სასარგებლო იქნება დამწყები მარკეტერის, ბრენდის/პროექტის მენეჯერის ან ექაუნთ მენეჯერისთვის. ასევე სტარტაპერისთვის, ვისაც საკუთარი კომპანიის სამართავად სჭირდება ზოგადი ცოდნა კომუნიკაციის და სააგენტოსთან/გარე რესურსებთან მუშაობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, სტუდენტმა იცოდეს ინგლისური ენა იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი ქეისების განხილვა/გააზრება.
კურსი მოიცავს
კურსის განმავლობაში სტუდენტს ექნება ულიმიტო წვდომა გლობალურ მონაცემთა ბაზასთან WARC, რომლის მეშვეობითაც შეძლებს გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სფეროს წარმომადგენელი ხარ, WARC-ზე თითქმის ყველა ინდუსტრიიდან შეგიძლია იხილო სხვადასხვა ქეისები, სტატიები, მონაცემები, ტრენდები, ვებინარები, მინი კურსები და რეპორტები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს.
სილაბუსი:
ლექცია 1 – Introduction
კურსის მიმოხილვა
რეკლამის ევოლუცია: რეკლამა მაშინ და დღეს
სარეკლამო ინდუსტრია საქართველოში
რეკლამის ფორმები, ფორმატები და რაციონალურ-ემოციური მიდგომები
ლექცია 2 – Branding
ბრენდი და პროდუქტი
ბრენდის სტრატეგია
სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
ვიზუალური და ვერბალური ბრენდინგი
პრაქტიკული დავალება
ლექცია 3 – Communication Objectives
სარეკლამო კომუნიკაციის მიზნები
სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა: პრობლემის/მიზნის იდენტიფიცირება, სამოქმედო გეგმა, ბიუჯეტი, ვადები
პრაქტიკული დავალება
ლექცია 4 – Media & Touchpoints
ტრადიციული და არატრადიციული მედიის განსაზღვრება
საკუთარი, ფასიანი და უფასო მედია (Owned, Paid, Earned Media)
განვიხილავთ სხვადასხვა მედია არხს და მათი საუკეთესოდ გამოყენების ქეისებს
გავეცნობით მომხმარებლის და ბრენდის სხვადასხვა შეხების წერტილებს
ლექცია 5 – Additional Tactics
Buzz, Word-of-mouth, Teaser, Celebrity endorsement, Product placement, etc. – ეფექტური კომუნიკაციის დამხმარე ტექნიკები
პრაქტიკული დავალება
ლექცია 6 – Agency Life
როგორ მუშაობს საკომუნიკაციო სააგენტო? სააგენტოს ტიპები, სტრუქტურა, workflow
რა უნარ-ჩვევების ადამიანები მუშაობენ სააგენტოში?
როგორი მივაღწიოთ ჰარმონიულ ურთიერთობას დამკვეთს და სააგენტოს შორის?
ლექცია 7 – Brief
კლიენტის ბრიფი, დებრიფი, კრეატიული ბრიფი: მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც გვეხმარებიან პროცესების სწორად წარმართვაში პროექტზე მუშაობისას.
Insight
პრაქტიკული დავალება
ლექცია 8 – Creative Effectiveness
კამპანიების ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები
WARC-ის და Cannes Lion-ის მიერ შექმნილი კრეატიული ეფექტურობის საზომის განხილვა
გლობალური კამპანიების შეფასება
ლექცია 9 – CSR & Cause-Related Marketing
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე მარკეტინგში
პრაქტიკული დავალება
ლექცია 10 – Recap
ინტეგრირებული (360 გრადუსიან) კამპანიები
განვლილი მასალის შეჯამება
საბოლოო პროექტის ბრიფი
ლექცია 11 – Final Project Presentation
ფინალური პროექტის წარდგენა