ამბის თხრობა
ინდივიდუალური კურსები#10007
კურსის აღწერა:
ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჰაბი წარმოგიდგენთ კურსს Storytelling „ამბის თხრობა“ თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის ნაზავია, რომელიც კურსის მონაწილეს დაეხმარება მოსაყოლად ვარგისი იდეების ამოცნობასა და მათ განხორციელებაში; სტუდენტი შეძლებს დრამატურგიულად გამართულად მოყვეს ამბავს; შექმნას საინტერესო და სახასიათო პერსონაჟები; წეროს დამაჯერებელი დიალოგები.
სილაბუსი:
თემა #1
შესავალი
• რატომ ვყვებით და ვკითხულობთ ამბებს;
• რატომ ვკითხულობთ მხატვრული ლიტერატურას.
თემა #2
იდეა
• საიდან ჩნდება იდეა;
• სად ვეძებოთ ინსპირაცია;
• როგორ მივხვდეთ ვარგისია თუ არა ამბავი მოსაყოლად.
თემა #3
შინაარსი – რისი მოყოლაც გვინდა
• მთავარი სათქმელის გამოკვეთა;
• კონფლიქტის თემა;
• კვლევა/მასალის მოძიება;
• ინტერვიუები;
• ამბის კონსტრუქციის აგება;
თემა #4
პერსონაჟები
• პერსონაჟების შექმნა;
• პერსონაჟების ხასიათების გამოკვეთა;
• რა სურთ ჩვენს მოქმედ გმირებს;
• სირთულეები და წინაღობები;
• გმირების მიერ გასავლელი გზა.
თემა #5
ამბის დრამატურგია
• დასაწყისი;
• განვითარება;
• კულმინაცია;
• დასასრული.
თემა #6
დიალოგების წერა
• როგორ ავალაპარაკოთ პერსონაჟები;
• დიალოგების დამაჯერებლობა;
• პერსონაჟების ლექსიკა;
• ჟარგონი;
• სკაბრეზი;
• იუმორი.
თემა #7
ტექსტის შეკვრა
• ამბების ერთმანეთთან დაკავშირება;
• „რბილი ხიდები“
• დეტალების გამოკვეთა;
• დადებული ნაღმების ამოქმედება.
თემა #8
რედაქტირება
• რედაქტირების პროცესი;
• ამბის რიტმის მოწესრიგება;
• გამომცემელთან ურთიერთობა
ამბის თხრობა