wishlist0

ქოუჩინგი მართვაში

ინდივიდუალური კურსები

#10008


100b 50b

მიმოხილვა

კურსის მიზანია მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად ჩამოუყალიბოს პრაქტიკული უნარები დელეგირების, უკუკავშირის, მოტივირების ეფექტურად განსახორციელებლად. ტრენინგი “ქოუჩინგი მართვაში” ეფუძნება თანამედროვე ბიზნეს სამყაროში არსებულ პერსონალის განვითარების ტექნიკებს და ქოუჩინგის მეთოდიკას, ინტერაქტიულია და თეორიული საკითხების განხილვასთან ერთად, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ეფექტურად მართვას: უფრო მარტივად, ნაკლები რესურსის დანახარჯით მეტი შედეგის მიწევას;
  • კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას გუნდში და ორგანიზაციის სხვა ერთეულებთან;
  • განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას;
  • დავალების მიცემას
  • ეფექტიან დელეგირებას;
  • კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემას;
  • თანამშრომელთა მოტივირებას.

კურსის სამიზნე აუდიტორია:

  • კომპანიის მმართველები;
  • მეწარმეები და ბიზნესის მფლობელები;
  • განყოფილების და დეპარტამენტს ხელმძღვანელები;
  • გუნდის ლიდერები;
  • პროექტის მენეჯერები;
  • მომავალი ლიდერები და ხელმძღვანელები.

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიის გადახდის მოდულით, გაიარეთ რეგისტრაცია 

სტუდენტები ისარგებლებენ დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით, (მოგვწერეთ საიდენტიფიკაციო მონაცემები ფბ გვერდზე და მიიღეთ პერსონალური ფასდაკლების კოდი)

გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს. 

  • დელეგირება

    • თანამედროვე მენეჯერის ძირითადი გამოწვევები;

    • პირველი ნაბიჯი: პრიორიტეტების გამოყოფა;

    • რატომ ვარიდებთ თავს დელეგირებას? დელეგირების ბარიერები;

    • დელეგირების მიზანი და სარგებელი მენეჯერისთვის, თანამშრომლისთვის, ორგანიზაციისთვის;

    • ეფექტური დელეგირების 5 კომპონენტი;

    • დელეგირების მთავარი წესები;

    • დელეგირების პროცესი და ეტაპები; Copy

    • სწორი გადაწყვეტილება: შესაბამისი თანამშრომელი შესაბამისი ამოცანისთვის;

    • უნარის და ცოდნის ფორმირების სტადიები;

    • დავალების მიცემა: მიზნის დასახვა თუ შესრულების ნაბიჯების გადაცემა? Copy

    • დელეგირების სახეები: კონტროლიდან დამოუკიდებლობამდე;

    • თანამშრომლის კომპეტენციის და ამოცანის შესაბამისი დელეგირების სტილის შერჩევა.

  • უკუკავშირი

    • უკუკავშირი, როგორც თანამშრომლის ქცევის და დამოკიდებულების მართვის მექანიზმი;

    • უკუკავშირის სახეობები და მათი სიტუაციის შესაბამისად გამოყენება;

    • უკუკავშირის სტრუქტურა (მომზადება, განხილვა, დახურვა, follow up);

    • არსებული მდგომარეობის გაანალიზების ACHIEVE მოდელი;

    • უკუკავშირის მთავარი წესები;

    • უკუკავშირის ტექნიკები: SBI მოდელი; სენდვიჩის მოდელი, GROW მოდელი;

    • კრიტიკული შეფასების პოზიტიურად მიწოდება;

    • შეკითხვების ქოუჩინგური ფორმატი;

    • თანამშრომლის დამოკიდებულების მართვა საუბრის პროცესში.

  • მოტივირება

    • მოტივაციის გავლენა სამუშაოს შესრულებაზე, დამოკიდებულებაზე და სამუშაო გარემოზე;

    • მოტივირების მეთოდები: წახალისება – დასჯა – ზრდა;

    • მოტივაციის თეორიები: მასლოუ, ჰერცბერგი;

    • ფასეულობების გავლენა მოტივაციაზე;

    • ინდივიდუალური მოტივატორების გამოვლენა;

    • სამუშაო გარემოს გავლენა მოტივაციაზე: Gallup 12 კითხვარი.

  • დეტალები:

  • სერტიფიკატი    
    გაიცემა

    ხანგრძლივობა    
    1 თვე – 16 საათი

    ლექტორი    
    მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჰაბის-მენტორი

    ლოკაცია    
    ონლაინ/ფიზიკურად

    დაწყების დრო    
    ჯგუფის შევსებისთანავე

ქოუჩინგი მართვაში



to-top