ინვესტიცების მოზიდვა სტარტაპებისთვის
ინდივიდუალური კურსები#10010
მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჰაბი არის სტარტაპებზე ორიენტირებული პირველი საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სტარტაპებს სთავაზობს საინვესტიციო შეფასების, ბიზნეს გეგმის, საინვესტიციო წინადადების, Pitch Deck-ის მომზადების სერვისს.
კომპანიის პორტფოლიოში ამ ეტაპისთვის არის 10-მდე სტარტაპი, რომელთაგანაც 3 სტარტაპი არის ჯიტას 150 000 ლარიანი გრანტის გამარჯვებული.
ინვესტო ეხმარება სტარტაპებს 1000 0000 მილიონამდე დოლარის ინვესტიციის მოზიდვაში. მათ შორის ისეთ წამყვან ქართულ სტარტაპებს როგორებიც არიან Smartsense და სხვა.
მწვანე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჰაბს გააჩნია სტარტაპ ეკოსისტემაში და ვენჩორული კაპიტალის ინდუსტრიაში მუშაობის +10 წლიანი მუშაობის გამოცდილება. იკავებდა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, სადაც მის ძირითად ფუნქცია მოვალეობებში შედიოდა ტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო ღირებულების შეფასება ( start-up valuation), საინვესტიციო წინადადების მომზადება. ჩვენ ერთი მხრივ სტარტაპებს ვეხმარებით ინვესტიციების და გრანტების მოზიდვაში, ხოლო მეორე მხრივ ანგელოზ ინვესტორებს და ვენჩორული კაპიტალის ფონდებს სთავაზობს პორტფოლიოს მართვის სერვისებს.
კურსის მიზანი
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა:
1. დამოუკიდებლად განსაზღვრონ თავიანთი სტარტპებისთვის საჭირო ინვესტორი
2. მოახდინონ სტარტაპის ფინანსური მოდელის შექმნა
3. შეაფასონ სტარტაპის საინვესტიციო ღირებულება
4. მოამზადონ ინვესტორებთან წარსადგენი Term Sheet
კურსის ღირებულება რამდენიმე დამფუძნებლის შემთხვევაში იქნება -30%
სილაბუსი:
სტარტაპის დაფინანსების პროცესი
პირველ ლექციაზე განხილული იქნება სტარტაპის დაფინანსების მთლიანი პროცესი იდეის დონიდან IPO ზე
გასვლამდე
რა არის ანგელოზ ინვესტირება
მეორე ლექციაზე განხილული იქნება რა არის ანგელოზ ინვესტირება. როგორი ტიპის ანგელოზ ინვესტორები
არსებობენ
რა არის ვენჩორული კაპიტალი
მესამე ლექციაზე განხილული იქნება რა არის ვენჩორული კაპიტალი. როგორი ტიპის ვენჩორული კაპიტალის ფონდები არსებობენ.
ანგელოზი ინვესტორები VS ვენჩორული კაპიტალის ფონდები
მეოთხე ლექციაზე განხილული იქნება ძირითადი განსხვავებები ანგელოზ ინვესტორებსა და ვენჩორული კაპიტალის ფონდებს შორის. განვითარების რომელ ეტაპზე ვის უნდა მიმართოს სტარტაპმა
შემოსავლების მოდელის შექმნა
ლექციაზე განხილული იქნება ბიზნეს მოდელის სტრიქტურა. შემოსავლების მოდელის შექმნა Top Down მეთოდის
გამოყენებით. ბაზრის ანალიზის ხელსაწყოები.
ფინანსური მოდელირება
ლექციაზე განხილული იქნება როგორ უნდა შევქმნათ ინვესტორებთან წარსადგენი ფინანსური მოდელი
სტარტაპის შეფასება
მეშვიდე ლექციაზე განხილული იქნება ტოპ 7 მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ხდება სტარტაპის შეფასება
საინვესტიციო წინადადების მომზადება
მერვე ლექციაზე განხილული იქნება როგორ ხდება საინვესტიციო წინადადების მომზადება. რა არის საინვესტიციო უკუგების ანალიზი.
SAFE NOTE
მეცხრე ლექციაზე განხილული იქნება რა არის SAFE NOTE
Term Sheet
მეათე ლექციაზე განხილული იქნება რა არის Term Sheet
One Pager ის მომზადება
მეთერთმეტე ლექციაზე განხილული იქნება როგორ მზადდება One Pager